მთავარისიახლეებიმსოფლიოდამცინით? , ვაქცინას არ გავიკეთებ. არასოდეს" - მისტერ ანტივაქსერი კოვიდით გარდაიცვალა

დამცინით? , ვაქცინას არ გავიკეთებ. არასოდეს” – მისტერ ანტივაქსერი კოვიდით გარდაიცვალა

Published on

ფლორიდელი ჟურნალისტი და რადიო WNDB-ის წამყვანი, მარკ ბერნიე, რომელიც საკუთარ თავს მისტერ ანტივაქსერს უწოდებდა და ვაქცინებს საჯაროდ აკრიტიკებდა, COVID-19-ით გარდაიცვალა.

The Guardian-ის  ცნობითვე,  65 წლის ბერნიე COVID-19-ით სამი კვირის წინ დაინფიცირდა და ჰოსპიტალიზებული იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბერნიეს გადაცემაში არაერთხელ უთქვამს, რომ ვაქცინებს არ ენდობოდა და ფიქრობდა, რომ ვირუსს თავადაც გაუმკლავდებოდა.

ის ხშირად იწვევდა ანტივაქსერ სტუმრებს და მათთან ერთად ვირუსის წარმოშობისა და ვაქცინების შესახებ საუბრობდა.

“დამცინით? მისტერ ანტივაქსერს?. რა თქმა უნდა, ვაქცინას არ გავიკეთებ. არასოდეს”. – დეკემბერში ასე უპასუხა ბერნიემ შეკითხვას იმის შესახებ, აპირებდა თუ არა აცრას.

გარდა ამისა, ის აშშ-ს ვაქცინაციის კამპანიას ნაცისტურ გერმანიას ადარებდა და აცრის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნის გამო, მთავრობას მოსახლეობის შევიწროებაში ადანაშაულებდა.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...