მთავარისიახლეებიმსოფლიოლუიზიანაში ქარიშხალი "იდა" მძვინვარებს

ლუიზიანაში ქარიშხალი “იდა” მძვინვარებს

Published on

აშშ-ში ლუიზიანას შტატს ქარიშხალმა იდამ დიდი ზიანი მიაყენა – დატბორილია ტერიტორიები, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს
სხვა გარდაცვლილთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება

.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა და აღდგენით სამუშაოებში ფედერალური დახმარების შესახებ ბრძანება გასცა.


“დახმარება შეიძლება შეიცავდეს გრანტებს დროებითი საცხოვრებლისა და სახლის რემონტისთვის, დაბალბიუჯეტიან სესხებს დაუზღვეველი ქონების ზარალის დასაფარად და სხვა პროგრამებს, რაც კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირებს დაეხმარება”, — აღნიშულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ცნობისათვის, იდა ქარიშხალ კატრინას შემდეგ, რომელიც ლუიზიანასა და მისისიპის შტატებს 16 წლის წინ დაატყდა თავს,  ყველაზე ძლიერი სტიქიაა ქვეყანაში.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...