“ლელომ” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

0
283

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ წარდგენისას განაცხადა, ეს არის გამორჩეული გუნდი, რომელიც ათივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

თბილისის სხვადასხვა რაიონში „ლელო საქართველოდან“ მაჟორიტარი კანდიდატები არიან:

საბა ბუაძე – მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

მედეა მეტრეველი – ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

თაზო დათუნაშვილი – კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

ვახტანგ (ვატო) სურგულაძე – საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

ლანა გალდავა – ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

დიმიტრი აბაშიძე – დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

გულიკო ზუმბაძე – სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

კახა ჟღენტი – ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

თამარ ადამია-გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

წინა სტატიამთავრობა კუნთებს ავარჯიშებს – შეურაცხმყოფელი წარწერები “დროას” ზუგდიდის ოფისზე
შემდეგი სტატიაქაბულის აეროპორტთან კიდევ ერთი აფეთქება მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური