შსს-მ ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით აბაშაში ერთი პირი დააკავა

0
351

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით აბაშაში ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, დაბა ჩოხატაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული ბ.ღ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა. სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით.

მუქარის გამოყენებით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატია“საქართველოს სტუმარმასპინძლობა ვაგნერის ჯარისკაცების შეფარებასაც მოიცავს?”
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი: ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ინფორმაციას არ გასცემს და ამიტომ მასზეზეწოლა გაგრძელდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური