საქართველოში კორონავირუსით სულ 11 ორსული გარდაიცვალა

0
289

კორონავირუსით სულ საქართველოში 11 ორსულია გარდაცვლილი. მე-11 ორსული, 19 წლის გოგო, ნორიკო თევზაძე, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, 36 კვირის ორსული მათთან 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი მდგომარეობა 1 აგვისტოს უფრო დამძიმდა, რის გამოც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მას შემდეგ ის რეანიმაციაში იმყოფებოდა, ხოლო გასულ ღამით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, აცრილი არ იყო. ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინა სტატიათბილისში, სამგზავრო ავტობუსებში, ვაქცინაციის სივრცე მოაწყვეს
შემდეგი სტატიარუხში გასულ დღე-ღამეში 4 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური