კახა კალაძის რეიტინგი 60,1%-ია, ნიკა მელიასი 29,2 – ქართული ოცნების კვლევის შედეგები

0
224

ქართული ოცნების სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტიის მერს, კახა კალაძის რეიტინგი 60,1%-ია, ოპოზიციის ნაწილის ერთიანი კანდიდატის, ნიკა მელიას კი — 29,2. ასე გადანაწილდა პასუხები კითხვაზე “ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას”.

მმართველმა პარტიამ პარტიების რეიტინგიც გაზომა.

კვლევის შედეგები დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. “როგორც ხედავთ, კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში”, — განაცხადა მან.

კითხვაზე, “ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას”, პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება — 47,4%;
ნაციონალური მოძრაობა — 25,2%;
გირჩი — მეტი თავისუფლება — 4,9%;
საქართველოსთვის — 4,7%;
მოქალაქეები — 3,2%;
ლელო — 2,4%;
პატრიოტთა ალიანსი — 1,9%;
ევროპული საქართველო — 1,8%;
სტრატეგია აღმაშენებელი — 1,7%;
გირჩი — 1,1%;
ლეიბორისტული პარტია — 0,7%;
ერთიანი საქართველო — 0,7%;
სხვა პარტიები — 4,3%.

ქართული ოცნების განცხადებით, თბილისის საკრებულოს წევრის 40 მანდატი ასე გადანაწილდება:

ქართული ოცნება — 22 მანდატი;

ნაციონალური მოძრაობა — 12 მანდატი;

გირჩი — მეტი თავისუფლება — 2 მანდატი;

საქართველოსთვის — 2 მანდატი;

მოქალაქეები — 2 მანდატი.

სარჯველაძის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 პროცენტი.

წინა სტატიარა უნდა ამ ადამიანს ფოთში, მძარცველ პოლიტიკოსს და ელიტური კორუფციის ერთ-ერთი ფუძემდებელ? – აღარიბაშვილი გიგი უგულავაზე
შემდეგი სტატიაქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარი ტერაქტის   შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური