მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ზუდიდს ვერ აქცევენ საჯილდაო ქვად, მამები ვერ უშველიან'' - ღარიბაშვილი ენმ -...

,,ზუდიდს ვერ აქცევენ საჯილდაო ქვად, მამები ვერ უშველიან” – ღარიბაშვილი ენმ – ს მერობის კანდიდატად ანზორ მელიას წარდგენას აფასებს ”

Published on

,,როგორი დეგრადირებული უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ პარტიის თავმჯდომარემ [ნიკა მელია] საკუთარი მამა გააგზავნოს ასევე პოლიტიკური ბრძოლის ველზე.

ჩვენ მანამდე ვიხილეთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, კაცმა საკუთარი მეუღლე გაწირა ამ პოლიტიკური ბატალიებისთვის.

ახლა კაცმა თავისი მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდში. ამას ერთადერთი მიზეზი და მიზანი აქვს, რომ რამენაირად ტემპერატურა აწიონ და ზუგდიდი გახადონ, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, საჯილდაო ქვად აქციონ ეს ქალაქი.

რა თქმა უნდა ამას ვერ მიაღწევენ, ვერც მამები უშველიან, ვერც ცოლები და ვერც სხვა ფარები მათ.”

ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუდიდში მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას წარდგენა.   

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...