ვინ არის თბილისის მერობის ნიგერიელი კანდიდატი – უცნობი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან

0
1262

რიჩარდ არინზე ობგუნუჯუ – ნიგერიელი ბიზნესმენი და მეფე, რომელიც თბილისში 20 წელზე მეტია, ცხოვრობს, ქართულიც კარგად იცის და საქართველოც უყვარს, თბილისის მერობის კანდიდატთა შორისაა.

ვინ არის ნიგერიელი, როდის და როგორ დაუკავშირა მან თავისი ყოფა თბილისს, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები და როგორ გადაარჩინა მან ერთი ქართველის სიცოცხლე ნიგერიის მიუვალ სოფელში, ამის შესახებ სტატუსი დიმიტრი ჩხეიძემ ჯერ კიდევ 2018 წელს გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, ნიგერიელ კანდიდატს ქართველი ცოლო ჰყავს – კინოლოგი ხათუნა ხონელიძე. სწორედ ხათუნასთან მეგობრობს დიმიტრი ჩხეიძე, რომელიც 2018 წერდა:

“ერთი მეგობარი მყავს, ხათუნა ხონელიძე , ჩემი ჯიგრიკოა , ხათუნა კინოლოგია, ვეტერინარი ,თუ ძაღლები გიყვართ, 24 სათის განმალობაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და თქვენი საყვარელი ძაღლი ყოველთვის დაცული, მოვლილი გეყოლებათ.

ხათუნა ნიგერიელთა ლოლოა, ანუ დედოფალია , მისი მეუღლე რიჩარდი ნიგერიის ერთ-ერთი დიდგვაროვანია , ჩვენებურად მეფეა . თბილისში რიჩარდი 20 წელზე მეტია ცხოვრობს თავის ლოლო ხათუნასთან და შვილებთან ერთად , როგორ უყვარს საქართველო ამას უფრო მიხვდებით უცხოეთში ქართულის გაგონებაზე რიჩარდს , როგორ ეამაყება და უხარია სხვათაშორის პატრონობს და ზრუნავს , თავისი ლოლო ხათუნას თანამოქალაქე ქართველებზე ,

მოკლედ დიდი დრო რომ არ წაგართვათ, აფრიკის ერთ-ერთ მიუვალ ადგილას , რომელიც თავად ნიგერიელთა მეფისათვისაც უღრანი და სამყაროს კიდეა , აი სულ ბოლო სოფელში ჩვენებურად , რომ ვთქვათ , რომლის იქეთაც , აღარც არაფერია , რიჩარდს მოუწია ჩასვლა . ამ სოფელში ერთი თაღლითი, ბრილიანტებზე მადევარი თეთრკანიანი ყოლიათ დაჭერილი , რიჩარდმა ქართული საკამაოდ კარგად იცის და რაღაც მომენტში ჩვენს სიძეს ამ ქვეყნის დასალიერში ქართულად წაუმღერია.
– ქართველი ხარ ბიჭო?! – გაისმა ხმა . რიჩარდმა იფიქრა, დამღლელმა გზამ გადაღალა და იმდენად ენატრებოდა , თავისი ლოლო ხათუნა, რომ ქართული ბგერები ელანდებოდა , აღმოჩნდა ეს თეთრკანიანი ქართველი, სხვათაშორის თბილისელი დიდუბელი ჯიგარი , ეს ცხოვრება სად არ წაგიყვანს , რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავს , საიდან აღმოჩნდა დიდუბელი კაცი აფრიკის დასალიერში ეს ცალკე ისტორიაა , მაგრამ ფაქტია მისი სიცოცხლე ლოლო ხათუნას და მეფე რიჩარდის სიყვარულმა იხსნა, სამყაორს დასალიერში!”, – წერს დიმიტრი ჩხეიძე.

წინა სტატიაკორონავირუსი მინიმუმ ოთხ საპატიმრო დაწესებულებაში გავრცელდა
შემდეგი სტატიაPCR ტესტის ყალბი პასუხის დამზადების ფაქტზე 2 პირი ამხილეს, მათგან 1 დაკავებულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური