მთავარისიახლეებიეკონომიკაივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 382,8 მილიონი ლარით გაიზარდა

ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 382,8 მილიონი ლარით გაიზარდა

Published on

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 382,83 მილიონი ლარით გაიზარდა და პირველი აგვისტოსთვის 39,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ივლისში, ივნისთან შედარებით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 0,98%-ით გაიზარდა, თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 1,59%-ია. ივლისში, ივნისთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით, საშუალოდ, 1,3%-ით გამყარდა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 398,21 მილიონი ლარით (2,15%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15,38 მილიონი ლარით (0,07%-ით) შემცირდა. თუ ამ პერიოდში ლარის მცირედით გამყარების ფაქტორს გამოვრიცხავთ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 1,08%-ით გაიზრდებოდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5,98 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1,56%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12,90 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0,11%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2021 წლის ივლისის განმავლობაში 1,46%-ით, ანუ 285,63 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 19,88 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის, ლარში გაცემული სესხების წილმა 47,7% შეადგინა. ეს მონაცემი გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით 0,55 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

სიახლეები

საგამოძიებო- აღმოჩენილია კუსტარულ საწარმო – ამოღებულია ვადაგასული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები

თბილისში აღმოჩენილია კუსტარული საწარმო, სადაც მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით სისტემატურად ხდებოდა ტკბილეულის და...

პირბადეების დალუქვის მანია – აბსურდული ნამდვილი ამბავი

მიხეილ ზაქარეიშვილი ამხელს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში წამოწყებული 'პირბადეების დალუქვის" კამპანიის კომიკურ მხარეს...

“როგორ გყავთ თანამშრომლები დაცვის გარეშე? სიკვდილს გადარჩნენ!…” – რა მოხდა “მაგნიტში”

თეა სუბელიანი აღწერს შემთხვევას, რომელიც თბილისში, სუპერმარკეტების ქსელ "მაგნიტის" ერთ-ერთ ფილიალში მოხდა, რის შემდეგაც...

ნიკოლა სარკოზის 5 წლიანი პატიმრობის ათვლა 22 ოქტომბერს დაიწყება – ის სამარტოო საკანში იქნება

სასამართლომ სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს,...