ენმ-ის კვლევით, ზუგდიდში, მერობის კანდიდატებში, ანზორ მელია ლიდერობს

0
464

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის საბოლოო მონაცემებით, ზუგდიდში დასახელებული ან სავარაუდო კანდიდატებიდან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს.

ამ კვლევის თანახმად, ანზორ მელიას კანდიდატურას მერის პოსტზე მხარს უჭერს გამოკითხულთა 39%, ხოლო “ოცნების” კანდიდატს მამუკა წოწერიას გამოკითხულთა 32%.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” სავარაუდო კანდიდატს, ზუგდიდის ყოფილ მერს გეგა შენგელიას, მას გამოკითხულთა 21%-ის მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.

წინა სტატიაქაბულის აეროპორტზე თავდასხმისას ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ – პენტაგონი
შემდეგი სტატიასალონიკში, ქართველი ქალის მკვლელობისთვის დაპატიმრებულმა კაცმა საკანში თავი მოიკლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური