“მაზაკვალი [ეშმაკისეული] ვინ არის, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ”- გიორგი შენგელია ღარიბაშვილს პასუხობს

0
469

“მაზაკვალი [ეშმაკისეული] ვინ არის, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ – ასე პასუხობს ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

“სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, მეგრელებმა ვერ გაგიგეთ! ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენა გადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს!
არ ვიცი ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ!ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ რას და სად იტყვით, რომ ესეთ “ბოროდ”[სულელად] აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა [ეშმაკისეული ვინ არის, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ].

შეგახსენებთ, რომ დღეს მარტვილში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიაზე თქვა: ” ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე”

წინა სტატიაგახარია იშვიათი, მაზაკვალი მოღალატეა” – ღარიბაშვილი მისტიკაში გადავარდა
შემდეგი სტატიაქაბულის აეროპორტზე თავდასხმისას ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ – პენტაგონი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური