გოდერძის უღელტეხილზე მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა

0
381

გოდერძის უღელტეხილზე მანქანა ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.

როგორც ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ბავშვი და მამა დაშავდნენ. ბავშვის კლინიკიდან დღეს, 25 აგვისტოს უნდა გაეწეროს, მამას კი კლინიკაში მკურნალობა არ დასჭირვებია. შემთხვევას დედის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წინა სტატიასერიოზულ თანამდებობაზე ამ ფიგურის არსებობა ქვეყნისთვის კატასტროფაა – ბოკერია ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიააჰმად მასუდი მამის კვალზე: “ვერაფერს დაგპირდებით სისხლისა და ცრემლების გარდა, ჩვენ არასდროს დავნებდებით”-
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური