გამყრელიძე არჩევნების გადადების საკითხზე ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება

0
330

„პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს, მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება მობრძანდეს საკოორდინაციო საბჭოზე და იქ იყოს არჩევნების გადადების საკითხებზე დებატები“, – ასე გამოეხმაურა „TV პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ომბუდსმენის განცხადებას 2 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ

ნინო ლომჯარიამ „ფეისბუკის” გვერდზე დაწერა იმ პოლიტიკოსთა განცხადებების შესახებ, რომლებიც არჩევნების გადადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავენ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში.

„ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები… თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდპაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ“, – აღნიშნავს ლომჯარია.

წინა სტატიაოპოზიციის საუბარი არჩევნების გადადებაზე “პოლიტიკურ კაპიტულაციაა” – შალვა პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური