გახარია: იძულებულები ვართ, ბოლო ცხრა წლის მიღწევები ქართული ოცნების დღევანდელი ბოსებისგან დავიცვათ

0
369

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იძულებულები არიან, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დაგროვილი მიღწევები ქართული ოცნების “ბოსებისგან დაიცვან”. ამის შესახებ მან აჭარის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ისაუბრა.

“ჩვენ აქ ვდგავართ და ვერთიანდებით იმისთვის, რომ სწორედ ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ შევძელით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, მიგვეღწია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს ავუხსნათ, რომ ეს არ არის მათი საკუთრება, ეს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა და ამიტომ, დღეს ჩვენ, პარტია საქართველოსთვის, ვდგავართ იმ მდგომარეობაში, როდესაც იძულებულები ვართ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დიდი და სერიოზული მიღწევები დავიცვათ ქართული ოცნების დღევანდელი ბოსებისგან”, — განაცხადა მან.

დღეს გახარიამ აჭარაში მერობისა და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმში გახარიას გუნდიდან მერობისთვის ირაკლი მიქელაძე იბრძოლებს. იხილეთ სრულად:

წინა სტატიააჰმად მასუდი მამის კვალზე: “ვერაფერს დაგპირდებით სისხლისა და ცრემლების გარდა, ჩვენ არასდროს დავნებდებით”-
შემდეგი სტატიასაგარეჯოს სოფელ ბადიაურში კაცი დაჭრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური