ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შიდაპარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს

0
344
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შიდაპარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა ოთხ დიდ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში ჩატარდა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ხვედელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზემოთ ხსენებულ ქალაქებში ქართული ოცნების რეიტინგი 35%-ს ვერ ცდება.

“ქართული ოცნება ვერ ცდება 35%-საც კი ვერც ერთ ქალაქში. ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატები თითქმის ყველა ოლქში იქნებიან მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატებთან ერთად. ჩვენი პარტიის კანდიდატები რუსთავში და თელავში ლიდერობენ დამაჯერებლად”, – ხვედელიანმა.

კვლევის შედეგები ასეთია:

პარტიული რეიტინგები თელავში (ალოკაცია) : ენმ- 36%, საქართველოსთვის – 10%, სხვა პარტიები: 20%, ქართული ოცნება: 34%

თელავის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია): გიორგი ბოტკოველი (ენმ) – 40,22%, ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება) – 36,12%

პარტიული რეიტინგები ქუთაისში (ალოკაცია) : ენმ – 32%; საქართველოსთვის – 10%; სხვა პარტიები: – 24%; ქართული ოცნება- 35%

ქუთაისის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია) : იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება)  – 41%; ხატია დეკანოიძე (ენმ) – 38%

პარტიული რეიტინგები რუსთავში (ალოკაცია) : ენმ – 31%; საქართველოსთვის – 11%; სხვა პარტიები – 24%, ქართული ოცნება- 34%

რუსთავის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია) : დავით კირკიტაძე (ენმ) – 41,01%, ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 36,89%;

პარტიული რეიტინგები ბათუმში (ალოკაცია) : ენმ – 29%, საქართველოსთვის – 11%, სხვა პარტიები – 27%, ქართული ოცნება- 33%

ბათუმის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია): გიორგი კირთაძე (ენმ) – 35%, არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 37%.

კვლევის პერიოდი 6-11 აგვისტოს მოიცავს, ცდომილება 3%-ს შეადგენს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

წინა სტატიათბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიალარი გაუფასურდა – 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  3.1305 ლარი გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური