სალონიკში დააკავეს ქართველი მამაკაცი , რომელიც ასევე ქართველი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

0
355

საბერძნეთის პოლიციამ სალონიკში ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც 55 წლის პარტნიორი ქალის, ასევე ქართველის, მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკვლელობა გუშინ შუადღისას მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი პარტნიორის ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, გაიგონა ქალის ხმა, რომელიც ამბობდა : „გთხოვ, არ მომკლა.“ ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის სავარაუდოდ ნაცემია და შემდეგ ბასრი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული.

წინა სტატია19 წლის გი­ორ­გი გორ­დე­ზი­ა­ნი ბავშვის გადარჩენისას მდი­ნა­რე ტე­ხურ­ში და­იხ­რჩო
შემდეგი სტატია სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური