მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

Published on

ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

მათი განმარტებით, ავიაიერიში ისრაელის ტერიტორიისკენ ხანძრის გამჩენი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ „ჰამასის“ კუთვნილი იარაღის საწარმო, რაკეტის გასაშვები ადგილი და გვირაბის შესასვლელი დაბომბეს.

„თავდასხმა ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე ცეცხლოვანი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა,“- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მას შემდეგ, რაც მაისში ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელ-ჰამასის 11-დღიანი დაპირისპირება შეწყდა, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამჩენ ბუშტებს პერიოდულად უშვებენ, რის საპასუხოდაც ისრაელი „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმას ახორციელებს.

პალესტინელები აცხადებენ, რომ ბუშტების გაშვებით ისინი ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე იმისთვის, რომ ღაზაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე დახმარების შესვლა შესაძლებელი გახადოს.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...