მთავარისიახლეებიმსოფლიო„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დღეს ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დღეს ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ

Published on

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დღეს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ და ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე და ასევე ავღანეთის მომავალზე.

”ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების და იმ ავღანელების ევაკუაციის დასრულება, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევიკრიბოთ როგორც საერთაშორისო საზოგადოება და შევთანხმდეთ ერთობლივ მიდგომაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, ” – განაცხადა ჯონსონმა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე განიხილავენ შესაძლო ეკონომიკურ სანქციებს და იმას, შეუწყვიტონ თუ არა ავღანეთს დახმარება იმ შემთხვევაში, თუ „თალიბანი“ ადამიანის უფლებებს დაარღვევს და ქვეყნის ტერიტორიას ბოევიკთა თავშესაფრად გადააქცევს.

ამასთან, შეხვედრაზე იმსჯელებენ იმასთან დაკავშირებით, უნდა აღიარონ თუ არა და როდის „თალიბები“ ქვეყნის ლიდერებად.

 

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 18 ივლისს დაამტკიცა. ახალი...

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის-შიკორსკი

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის. წერს პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი სოციალურ...

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ამის შესახებ ინფრომაციას "ბათუმელები" ავრცელებს. მათი თქმით,...

ირაკლი კობახიძე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი...