25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ

0
258

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება, მოცემული ვითარების მიხედვით მტკიცდება. რეგულაციის მიღებამდე მას შევისწავლით, რის შედეგადაც ვადგენთ, თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს მან. საბჭოს ყველა სხდომაზე ეპიდსიტუაცია დეტალურად განიხილება და ხდება იმ ზომების შემოღება, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში არის შესაძლებელი და ეფექტური.

მომავალში რა შეზღუდვები შემოვა, ახლა ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა არსებული ვითარება გვექნება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.

წინა სტატიასკოლებში დასწრებული სწავლება, სავარაუდოდ, სექტემბერში არ დაიწყება
შემდეგი სტატიათუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ- ნინო ლომჯარია არჩევნების გადადებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური