მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკოში დღეს იგეგმება სხდომა, სადაც არჩევნებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს განიხილავენ

ცესკოში დღეს იგეგმება სხდომა, სადაც არჩევნებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს განიხილავენ

Published on

ცესკოში დღეს სხდომა იგეგმება. ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად

გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

დღეს დაგეგმილ სხდომაზე კომისიის 17-მა წევრმა სწორედ ამ აქტებზე უნდა იმსჯელოს, რათა 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს დახვდეთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო და ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია კენჭისყრაში მონაწილეობისთვის.

ამ დადგენილებებით დარეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები.

სიახლეები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან...