მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრობლემები, რომელსაც თბილისში ვხედავთ, არასწორი ურბანული პოლიტიკის შედეგია - ანა ბიბილაშვილი

პრობლემები, რომელსაც თბილისში ვხედავთ, არასწორი ურბანული პოლიტიკის შედეგია – ანა ბიბილაშვილი

Published on

ჩვენი ქალაქი კულტურულ მემკვიდრეობას, სამუშაო ადგილებს, ისტორიულ სახეს კარგავს და რაც ყველაზე მთავარია ადამიანებს კარგავს – თბილისის გადარჩენის ერთადერთი შანსია: მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანების ერთობლიობა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემები, რომელსაც თბილისში ვხედავთ, არასწორი ურბანული პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენი ქალაქი კულტურულ მემკვიდრეობას, სამუშაო ადგილებს, ისტორიულ სახეს კარგავს და რაც ყველაზე მთავარია, თბილისი ადამიანებს კარგავს. ადგილობრივ ხელისუფლებას მისი უმთავრესი პასუხისმგებლობა დაავიწყდა. ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ თბილისის ქუჩებში ადამიანები ნარჩენებში იღებენ საკვებს, შშმ პირებს არ შეუძლიათ ქალაქში გადაადგილება.

დღეს ჩვენ პანდემიის გამო ძალიან მძიმე მონაცემები გვაქვს. ის პრობლემები, რომელსაც თბილისში ვხედავთ, არასწორი ურბანული პოლიტიკის შედეგია. თბილისის გადარჩენის ერთადერთი შანსია: მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანების ერთობლიობა. გვაქვს კიდევ 4 წელიწადი იმისთვის, რომ კიდევ ვუყუროთ, როგორ ნადგურდება თბილისი?! არ გვაქვს! ჩვენ თქვენთან, „ლელოს“ ძლიერ გუნდთან ერთად აუცილებლად შევქმნით ისეთ მომავალს, რომ თბილისი გახდეს წარმატებისა და შესაძლებლობების ქალაქი“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...