ოცნება” აგონიაშია – ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნისა და თვალთვალის ახალ ეტაპზე გადავიდა

0
267

ოცნება” აგონიაშია – ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოპონენტების დევნისა და თვალთვალის ახალ ეტაპზე გადავიდა. რა მიზეზით გააჩერეს და ვის და რას ეძებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, კობა ნაყოფიას ბარგში – ამ დრომდე, გომელაურის უწყებაში ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. დეპუტატმა პასუხი ვერც აეროპორტში, საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან მიიღო.

კობა ნაყოფია ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, რატომ დააყოვნეს უამრავი მგზავრიდან მხოლოდ ის, რატომ არ აძლევდნენ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას და რატომ დაარღვიეს კანონი მათ, ვისაც კანონის აღსრულება ევალება – ოპოზიციონერი დეპუტატი ახლა ამ კითხვებზე პასუხს ხელისუფლებისგან და კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარისგან ელოდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, დეპუტატი კობა ნაყოფია აეროპორტში უსაფუძვლოდ დააყოვნეს და საქართველოს ტერიტორიაზე 1 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. რამდენიმე წუთში დეკანოიძემ Facebook სტატუსი განაახლა და დაწერა, რომ ნაყოფია ქვეყანაში შემოვიდა.

“პარლამენტის დეპუტატი, ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია გააჩერეს აეროპორტში და არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. რა უფლებით და მანდატით მოქმედებთ ასე უკანონოდ?

Updated: კობა გამოვიდა. არავითარი უფლება არ აქვთ შეეყოვნებინათ იგი საზღვარზე ერთი საათი. ყოველგვარი მიზეზის გარეშე”. – დაწერა დეკანოიძემ.

წინა სტატიასენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია იქნება
შემდეგი სტატიალვოვში, უკრაინელი სამხედროს დაკრძალვის დროს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქედან 500 მეტრში იმყოფებოდა, თუმცა სამძიმარზე არ მისულა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური