მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო - „ფაიზერის“ მესამე დოზა დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო – „ფაიზერის“ მესამე დოზა დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

Published on

„ფაიზერის“ მესამე დოზამ ვირუსისგან და მძიმე დაავადებისგან დაცვა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, – ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციასა და მძიმე დაავადების განვითარებას, აღნიშნული კატეგორიის პირები ვაქცინის მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ 5-6-ჯერ უფრო დაცულები აღმოჩნდნენ.

ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო. ხუთშაბათიდან კი ეს ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე დაწია. ამასთან, მესამე დოზით ვაქცინირების საშუალება მიეცათ ორსულებს, მასწავლებლებსა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს. მესამე დოზა მოქალაქეებს მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის გასვლის შემდეგ უკეთდებათ.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...