ღვთის წყალობით, გადავურჩი ძალიან ბევრ დაავადებას – მეუფე გრიგოლი

0
314

“დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული, ამის წყალობით, ალბათ გადავურჩი ძალიან ბევრი ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე. გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება და მეტი არგუმენტებია საჭირო, მეტი დამაჯერებლობა. თორემ, არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით და ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, რომ უმეცარ კაცსაც კი აეღიმოს შეიძლება”  – ათქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე

როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა და ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, არსებობდეს სასულიერო პირებს შორისაც, ამ შემთხვევაში, უპირველესი მქადაგებლები მედიცინის მუშაკები არიან.

,,იმ წესრიგს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ამ მძიმე დროში, ეპიდემიის გართულებულ ვითარებაში, რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით შევნიშნო, მრევლის მხრიდან შეგნებული დამოკიდებულებაა. ყველა ცდილობს, პირბადეში იყოს და დისტანცია დაიცვას – ხალხი ხედავს ნამდვილად საფრთხეს.

რაც შეეხება კამპანიას აცრებთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ ძალიან მძაფრი აზრთა სხვაობა არსებობს, ახლა მთელი აქცენტები მოდის ეკლესიის მისამართით. მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება მთლად უსაფუძვლო არ იყოს ეს, მაგრამ თავი და თავი ამ აზრთა სხვაობის არის ის, რომ როგორც ჩვენ მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა, ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან. თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთა სხვაობა და ეს ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს.

ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ რომე საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, მე ამას სერიოზულად არ შევხედავდი , მაგრამ გასაგებია. ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან და პირიქით ემხრობიან ამ პროცესს, მოდით ერთი ვთქვათ, რომ ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი აუცრელობაში“, -აღნისნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის თქმით, მაშინ როცა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექიმებში არსებობს დაბნეულობა , რიგითი ადამინისგან გასაკვირი არაფერია.

, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა.

პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე და გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობა, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით, ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, რომ უმეცარ კაცსაც შეიძლება გაეღიმოს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რომ გაძლიერდეს და შეძლოს მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არცერთი დაავადებული საერთოდ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის გართულებები, რომელსაც მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს.მიუხედავად იმისია ერთი აზრისანი ვართ თუ არა.სხვადასხვა აზრი არსებობს მოქალაქეებს შორისაც, სასულიერო პირებს შორისაც და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მთვარია ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ვიყოთ ერთნი ჩვენ და ამას მივაღწიოთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

წინა სტატიაახალციხის გზაზე მანქანა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიასენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური