ძალადობის კვალი არ არის – “ოთარ კრასნოდარსკის” გარდაცვალების დეტალები და ბიოგრაფია

0
311

კრასნოდარში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს 41 წლის ე.წ. კანონიერი ქურ5დი ოთატ კუბლაშვილი-ბოიცვოვი, იგივე “ოთარ კრასნოდარსკი”. როგორც რუსული მედია წერს, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

“ოთარ კრასნოდარსკი” მის კოლეგა, სომეხ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად, წლებია, კრასნოდარის მხარეს აკონტროლებს. ის დაპირისპირებული იყო “დედ ჰასანის” ძმისშვილთან, ე.წ. კანონიერ ქურდ გასოევთან, რომელსაც ორ ქართველ “ქურდთან” ერთად სცემა. ამის გამო ამ კონფლიქტის სამივე მონაწილე მერაბ ჯანგველაძემ “კანონიერ ქურდად” “აკურთხა”, ხოლო “დედ ჰასანის” კლანმა პირიქით, “კანონგარეშედ” გამოაცხადა.

კუბლაშვილი 2011 წელს გაასამართლეს და სხვადასხვა დანაშაულის გამო 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2018 წელს, ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების გამო, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და ადმინისტრაციული ზედამხედველობა დაუწესეს. იმავე წელს, ადმინისტრაციული ზედამხედველობის თავიდან აცილების გამო, კუბლაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

წინა სტატია23 და 24 აგვისტოს ვაქცინაზე რეგისტრაციის საიტები შეფერხებით იმუშავებს
შემდეგი სტატიასებ-ი: საბაზო სცენარით, ახლანდელი დოლარის კურსი 2023 წლამდე შენარჩუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური