მთავარისიახლეებისაზოგადოება"ბოლოკა" აღარ არის - 69 წლის გოჩა ლომია გარდაიცვალა

“ბოლოკა” აღარ არის – 69 წლის გოჩა ლომია გარდაიცვალა

Published on

ყველასთვის და, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის კარგად ცნობილი “ბოლოკა”- მსახიობი და იურისტი გოჩა ლომია 69 წლისა გარდაიცვალა. სამძიმრის წერილს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

“ღიმილის ბიჭებში” შესრულებული, საყოველთაოდ ცნობილი როლის გარდა, გოჩა ლომია ასევე მონაწილეობდა რეზო ჩხეიძის ფილმში “ნერგები” და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში “მოხეტიალე რაინდები”.

“როგორც თავად იხსენებდა, 15 წლის იყო, როდესაც “ღიმილის ბიჭებს” შორის, შემთხვევით აღმოჩნდა. “მიმიყვანეს პიონერთა სახლში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. კინოში გადაღება გინდაო? – მკითხეს. ეგ ვის არ უნდა-მეთქი, ვუპასუხე. აბა, ლექსი წაგვიკითხეო. ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს…

ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი” ….

გოჩა ლომიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და ქართული კინოსთვის.”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...