მდინარე აბაშაში გაუჩინარებული მოზარდის  ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

0
568

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ცხედარი იპოვეს.

მოზარდი აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ კეთილარში მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა. უწყების ცნობით, სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროზე.  სამდღიანი ძებნის შემდეგ კი, მდინარეში  ცხედარი იპოვეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა  აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. მწყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში

 

წინა სტატიაოცნება ქუთაისში 44.7%, ენმ – 32.6%,ს კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი – 50.3%, ენმ-ს კანდიდატი, ხატია დეკანოიძე – 37
შემდეგი სტატიაკრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური