მთავარისიახლეებიმსოფლიო14 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული

14 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული

Published on

ათობით ათასი ავღანელით კვლავაც გადავსებულია ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალი გზები, მაშინ როცა თალიბანის მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს ჰაერში და ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ ხალხის ბრბო, რომელიც ქვეყნიდან გაქცევას ლამობს.

მაშინ, როცა თალიბანი ქაბულზე თავისი კონტროლის განმტკიცებას და მართლწესრიგის დამყარებას ცდილობს, დაჯგუფება გამოწვევას წააწყდა ჩრდილოეთის რეგიონში მებრძოლთა მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ, აღიარონ თალიბანის ძალაუფლება.

ტელეარხმა “ალ-არაბიამ” 22 აგვისტოს მოიყვანა აჰმად შაჰ მასუდის – 1980-იან წლებში ქვეყნის ანტი-საბჭოთა წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის – ვაჟის სიტყვების იმის შესახებ, რომ ის თალიბანს არ დაანებებს თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, აჰმად მასუდმა ასევე მოწოდება გააკეთა ყოვლისმომცველი მთავრობის შექმნის შესახებ, რომელშიც თალიბანიც მიიღებს მონაწილეობას. და მან გააფრთხილება გამოთქვა, რომ ომი “გარდაუვალი” იქნება, თუ ამბოხებულები უარს იტყვიან დიალოგზე.

ქაოსი ქაბულის აეროპორტის გარეთ 22 აგვისტოს, ერთი დღის შემდეგ ატყდა მას მერე, რაც გადმოცემის თანახმად, შვიდი ავღანელი იქნა მოკლული ბრიტანელი სამხედროების მიერ ჭყლეტისას აეროპორტის სიახლოვეს.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა გასული შვიდი დღის განმავლობაში აეროპორტსა და მის გარშემო. ზოგიერთი სროლის შედეგად გარდაიცვალა, ზოგიერთი კი – ბრბოში, ჭყლეტაში.

აშშ-ის ათასობით საზღვაო ქვეითი სამხედრო იცავდა აეროპორტის ნაწილს და მთელი ძალით ცდილობდა შეეკავებინა ხალხის ბრბო და არ მიეშვა ასაფრენ ბილიკებამდე მაშინ, როცა აფრინდებოდნენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავები, რომლებსაც უცხოელებიც მიჰყავდათ და ავღანელებიც.

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-მა 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტიდან 28 ათასის ევაკუაცია მოახდინა, მათგან 11 ათასის გამომგზავრება მოხდა შაბათ-კვრას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტიდან 28 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, მათგან 11 ათასის გამომგზავრება მოხდა შაბათ-კვრას.

სატელევიზიო გამოსვლისას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა 22 აგვისტოს, ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ეროვნული უშიშროების მისი გუნდი განიხილავს შესაძლებლობას, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ნებაყოფლობით დაწესებული ვადა – 31 აგვისტო – გახანგძლივდეს.

ბაიდენის თქმით, თალიბებმა ნება დართეს აშშ-ის ჯარს, უფრო ფართო წვდომა ჰქონდეს ქაბულის აეროპორტის უსაფრთხო ზონაზე, სადაც ათეულ ათასობით ავღანელი იმყოფება რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა თავს უშველონ თალიბებისგან.

ბაიდენმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარის გაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სრული მარცხის და ქაბულში ქაოსის ფონზე.

მისი თქმით, ამერიკელები გაიგებენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო „სრულიად მართებული“. ბაიდენის თქმით, „ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს იყო ლოგიკური, რაციონალური და მართებული გადაწყვეტილება“.

დაწერეთ კომენტარი

 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...