საქართველოში კორონავირუსის 3803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი

0
462

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა – 598, იმერეთი – 506, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 168, გურია – 161, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 246, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659 საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095.

  • 3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში
  • 48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 82 ადამიანი
  • სულ 6 ოქტომბრიდან – 21 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 092 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 456, პირი, აჭარაში – 8 417, იმერეთში – 4 848.

 

წინა სტატიამაშველებმა ლაგოდეხიდან შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს
შემდეგი სტატიადიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური