დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

0
354

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ცნობილი ხდება, რომ პაციენტთა უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია და მათი მდგომარეობა არც ისე მსუბუქია.

პაციენტების ძირითადი ნაწილი დელტა შტამითაა ინფიცირებული.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით გარდაცვალების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულია 3 803 პირი.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი
შემდეგი სტატიასამეგრელოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური