მთავარისიახლეებიმსოფლიოთალიბანის მოწინააღმდეგეებმა ისლამისტები სამი რაიონიდან განდევნეს 

თალიბანის მოწინააღმდეგეებმა ისლამისტები სამი რაიონიდან განდევნეს 

Published on

ბოლო დღეებში თალიბანის მოწინააღმდეგე შეიარაღებულმა ჯგუფებმა პირველ გამარჯვებებს მიაღწიეს და  ისლამისტები ჩრდილოეთის სამი რაიონიდან განდევნეს.-ინფორმაციას ამის შესახებ Washtington Post-ი ავრცელებს.

ეს იყო პირველი შეტაკებები, მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ქაბული დაიკავა.  ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა.  მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თუმცა ბაღლანის პროვინციის წინააღმდეგობა კავშირში არაა აჰმედ მასუდის წინააღმდეგობის მოძრაობასთან.

. შეტაკებები დაქალაქის ჩრდილოეთით, დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით მოხდა.მოწინააღმდეგებმა  ბაღლანის პროვინციაში რაიონების დაკავების დროს თალიბანის 30 წევრი მოკლეს, 20 კი დაატყვევეს. ბრძოლაში ჩაერთვნენ ყოფილი ავღანელი სამხედროებიც.

“ისეთი რამ გავაღვივეთ, რაც ავღანეთში ისტორიულია. თალიბანის მებრძოლებს ჯავშნოსანი მანქანები ჰყავთ, მაგრამ ხალხმა მათ ქვები დაუშინა და გაყარა. სანამ ვცოცხლობთ, თალიბანის მმართველობას არ შევეგუებით” – ამბობს სედიქულა შუჯა, ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცი, რომელმაც რაიონების გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.

სამი რაიონში, ფული ჰისარში, დიჰ სალაჰსა და ბანოში, სადაც თალიბანის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს, დაჯგუფება კარდაკარ დადიოდა და მოსახლეობას ჩხრეკდა

თალიბანის მოწინააღმდეგეების გამარჯვებას ამტკიცებს ავღანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბისმილა ხან მუჰამადიც.

 

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...