,,ეს არის ხალხის გენოციდი, შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების” – ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოვიდსტატისტიკაზე
,,დღეს კოვიდისგან საქართველოში 80-მდე ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა. სპეციალისტებს ვესაუბრე და , მითხრეს, რომ უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გადასცდება 100 ადამიანს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე, პრაქტიკულად, ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს. საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით.
თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა მსოფლიოში ისწავლა ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ.
საქართველოში იტყუებოდნენ, რომ მართვა იცოდნენ, შემდეგ ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, ივანიშვილის განკარგულებით. ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით, რადგან მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა, სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა,
ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, ნებისმიერი ციფრი დაწეროს. ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ისინი უბრალოდ დახოცოს. ეს ხალხის გენოციდია, არაფერ შუაშია ყელყელაობა და კეკლუცობა.
ყველა ომში ერთად აღებული საქართველოში არ დაღუპულა და არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც იღუპება ამ დაავადებისგან, რომელიც არის ხელოვნურად გაკეთებით თავისი რუსი ტურისტებით, შეზღუდვების მოხსნით არასწორ დროს. ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით, როცა საჭირო არ იყო და არ დაწესებით, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. ეს არ არის უნიათობა და უუნარობა, ეს არის შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების. ასე რომ, ან ყველაფერს ვაჩერებთ, ან საერთოდ რაზეა საუბარი. მე ვიბრძოლებ ამისთვის ბოლომდე”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი