მთავარისიახლეებიმსოფლიო"ქართულ ოცნებას" ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს" - ამერიკელი დიპლომატების წერილი "ფორინ პოლისი"

“ქართულ ოცნებას” ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს” – ამერიკელი დიპლომატების წერილი “ფორინ პოლისი”

Published on

ამერიკელი დიპლომატები დევიდ კრამერი და იან კელი პოპულარულ გამოცემა “ფორინ პოლისში” თავს უყრიან საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს და ვრცელ წერილში, რომელიც ბოლო ნომერში გამოქვეყნდა, ასკვნიან, რომ საქართველოს მმართველი პარტია და მოქმედი ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და “ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს”.

წერილში მოხვდა გიორგი რურუას უკანონო პატიმრობა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, ბოლოდროინდელი მოვლენები, არის მინისშნება კორუფციაზეც.

კელი და კრამერი წერენ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის გზაზე პროგრესის საუკეთესო მაგალითი იყო, თუმცა მოქმედი მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” პირობებში, ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატო-სკენ საფრთხის ქვეშაა.

წერილში საუბარი ეხება 2019 წელს საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც.

წერილის ორიგინალი იხილეთ აქ

სიახლეები

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...