მთავარიUncategorizedბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე იქნება

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე იქნება

Published on

ერთიანი ოპოზიცია რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე იქნება. კირთაძე ამომრჩევლებს ნიკა მელიამ წარუდგინა.

„მადლობა ოპოზიციური პარტიებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს ამ მხარდაჭერისთვის. მე მქონდა ბედნიერება, წლების განმავლობაში მიშა სააკაშვილთან, ლევან ვარშალომიძესთან, რობერტ ჩხაიძესთან, ჩვენი გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ბათუმის სასწაულის შექმნაში, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი ბევრი იყო და არის დარჩენილი. მოხდა ბათუმის დაპაუზება, ახლა ცხრა წლისთავზე გაახსენდა ღარიბაშვილს, თურმე ხიდი უნდა გაკეთდეს, ახალი ბულვარი უნდა გაგრძელდეს“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

კირთაძემ ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა.

 

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....