ქელეხში 41 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

0
417

ახალციხის სოფელ ურაველში 41 ადამიანი კორონავირუსით ქელეხში დაინფიცირდა.

ინფიცირებულებს შორის ორსული ქალები და ბავშვებიც არიან.

5 მათგანი, მდგომარეობის სირთულის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

“იყო ქელეხი. 84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. 9 აგვისტოდან დაიწყო ქელეხის კლასტერი. 9 აგვისტოდან დღემდე დასნებოვნდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია 1 წლამდე 1 ბავშვი. ის გადაყვანილია სტაციონარში. 2 ორსულიც გადაყვანილია სტაციონარში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”. – ამბობს ჯულიეტა კაპანაძე, სოფელ ურაველის კლინიკის ექიმი მედიასთან საუბარში.

წინა სტატიასაბერძნეთმა ავღანელი მიგრანტების მოსალოდნელი ზრდის გამო თურქეთთან საზღვარის გაძლიერება დაიწყო
შემდეგი სტატია,,სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას”. – მიხეილ სააკაშვილი.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური