საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა

0
398

 

საქართველოს 16-მა მოქალაქემ და ყოფილმა სამხედრომ ავღანეთი დატოვა. ისინი  დღეს ბრიტანელების მიერ უზრუნველყოფილი რეისით დუბაის მიმართულებით გამოფრინდნენ,  დუბაიდან კი   სავარაუდოდ დღესვე, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში.

უფრო ადრე ავღანეთში ჩარჩენილი 6 მოქალაქე ქვეყანაში 18 აგვისტოს დაბრუნდა უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით, 2 კი დღეს დილით.

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ქვეყანაში “თალიბანის” შესვლის შემდეგ ითხოვდნენ. ქაბულში ჯამში 20-ზე მეტი ქართველი იყო ჩარჩენილი, რომლებიც აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ

წინა სტატიააჰმად მასუდი: თალიბანი მხოლოდ ავღანელი ხალხის პრობლემა არაა. მუჯაჰიდთა წინააღმდეგობა თალიბანთან ახლა იწყება, მაგრამ დახმარება გვჭირდება
შემდეგი სტატიასაველე ჰოსპიტალმა მუშაობა უკვე დაიწყო და პირველი ცხრა პაციენტი მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური