მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ქართველების გამოყვანის გამო პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ქართველების გამოყვანის გამო პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის

Published on

სალომე ზურაბიშვილი ,,ტვიტერზე” საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის ფაქტს ეხმიანება და მადლობას უხდის ყველა პარტნიორ ქვეყანას, ვინც  ჰუმანიტარულ მისიაში წვლილი შეიტანა.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ ბრუნდებიან.

ყველა ქართველი ქაბულიდან უსაფრთხოდ მოემართება სახლისკენ. მადლობელი ვართ ჩვენი ბრიტანელი, თურქი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც მათ ევაკუაციაში დაგვეხმარნენ. ჯერ კიდევ შემაშფოთებელი ვითარებით, სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

საქართველოს 16 მოქალაქე დღეს ავღანეთიდან ინგლისური ბორტით გამოიყვანეს. ისინი სამშობლოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან.

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...