მთავარისიახლეებიმსოფლიოქაბულიდან საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ გამოაღწია, დანარჩენები ამ...

ქაბულიდან საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ გამოაღწია, დანარჩენები ამ დრომდე ვერ ახერხებენ უსაფრთხოდ მისვლას აეროპორტამდე

Published on

საქართველოს 16 მოქალაქე ისევ ავღანეთის დედაქალაქში რჩება. ისინი კერძო კონტრაქტორები არიან, რომლებიც თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დროს ავღანეთში იმყოფებოდნენ, მას მერე კი 5 დღეა აეროპორტამდე მისვლას და საქართველოში დაბრუნებას ელიან.

ქვეყანა უკვე დატოვა და თბილისში დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით ქაბული უკვე დატოვა საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან და სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. მათ ევაკუაციაზე ბრიტანულმა კომპანიამ იზრუნა, სადაც ისინი მუშაობდნენ. დანარჩენები კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ უსაფრთხოდ მისვლას ჰამიდ ყარზაის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათი ევაკუაციისთვის პირველივე უსაფრთხო შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.

ამასობაში კი ვითარება ქაბულში სულ უფრო რთულდება. აეროპორტისკენ მიმავალ გზებს თალიბანი აკონტროლებს. ადგილობრივებისა და თვითმხილველების ცნობით ქუჩებში განლაგებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, თალიბები საათობით ჩხრეკენ ავტომობილებს – იარაღს ეძებენ. ისინი განსაკუთრებით ინტერესდებიან მობილური ტელეფონებით – იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა მათ მფლობელებს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...