პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

0
405

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს სრულდება. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და შექმნილი იქნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წელს აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ზუგდიდის ბაზაზე არსებული პროფესიული პროგრამები
1️⃣ბუღალტრული აღრიცხვა ( ხანგრძლივობა- 2 წელი)
2️⃣საოფისე საქმე ( ხანგრძლივობა- 1,3 წელი)
3️⃣საფინანსო სერვისები ( ხანგრძლივობა- 1 წელი)
4️⃣საექთნო საქმე ( ხანგრძლივობა- 3 წელი)
5️⃣ფარმაცია ( ხანგრძლივობა- 2,5 წელი)
6️⃣პირის ღრუს ჰიგიენისტი (სრული) ( ხანგრძლივობა- 2 წელი)
7️⃣პირის ღრუს ჰიგიენისტი (ინტეგრირებული) ( ხანგრძლივობა- 3 წელი)
8️⃣რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში ( ხანგრძლივობა- 2,5 წელი)
8️⃣სკოლამდელი აღზრდა ( ხანგრძლივობა- 2,5 წელი)
9️⃣კომპიუტერული ქსელი და სისტემები (სრული) ( ხანგრძლივობა- 2 წელი)
1️⃣0️⃣კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) ( ხანგრძლივობა- 3 წელი)
1️⃣1️⃣კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება ( ხანგრძლივობა- 2,5 წელი)
1️⃣2️⃣ინფორმაციის ტექნოლოგია ( ხანგრძლივობა- 1 წელი)
1️⃣3️⃣ელექტროობა ( ხანგრძლივობა- 10თვე)
1️⃣4️⃣შედუღება – ( ხანგრძლივობა- 8თვე)
1️⃣5️⃣დეკორატიული მებაღეობა (დუალური)-( ხანგრძლივობა- 2 წელი)
1️⃣6️⃣ბიბლიოთეკარი (სრული)-( ხანგრძლივობა- 2 წელი)
1️⃣7️⃣ბიბლიოთეკარი (ინტეგრირებული)-( ხანგრძლივობა- 3 წელი)
📍სენაკის ბაზა:
1️⃣ბუღალტრული აღრიცხვა ( ხანგრძლივობა- 2 წელი)
2️⃣საოფისე საქმე ( ხანგრძლივობა- 1,3 წელი)
3️⃣საფინანსო სერვისები ( ხანგრძლივობა- 1 წელი)
4️⃣საექთნო საქმე ( ხანგრძლივობა- 3 წელი)
5️⃣ფარმაცია ( ხანგრძლივობა- 2,5 წელი)
6️⃣სკოლამდელი აღზრდა ( ხანგრძლივობა- 2,5 წელი)
7️⃣კომპიუტერული ქსელი და სისტემები ( ხანგრძლივობა- 2 წელი)
8️⃣ინფორმაციის ტექნოლოგია ( ხანგრძლივობა- 1 წელი)
9️⃣ელექტროობა ( ხანგრძლივობა- 10თვე)
1️⃣0️⃣დეკორატიული მებაღეობა (სრული)-( ხანგრძლივობა- 2 წელი)
1️⃣1️⃣დეკორატიული მებაღეობა (ინტეგრირებული) -( ხანგრძლივობა- 3 წელი)
1️⃣2️⃣ბიბლიოთეკარი (სრული)-( ხანგრძლივობა- 2 წელი)
1️⃣3️⃣ბიბლიოთეკარი (ინტეგრირებული)-( ხანგრძლივობა- 3 წელი)
დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, რომლებსაც გამოცხადებული აქვთ მიღება. ასევე, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე – vet.emis.ge.
შემოთავაზებული პროფესიული პროგრამებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდებზე – vet.emis.ge და vet.ge, ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.

წინა სტატიათურქეთი არ აპირებს, “მიგრანტების ევროპული საცავი” გახდეს  – რეჯეფ თაიფ ერდოღანი
შემდეგი სტატიათალიბებმა ავღანეთში იმ ადამიანების ძებნა დაიწყეს, ვინც წინა ხელისუფლებაზე მუშაობდა ან NATO-სა და აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური