მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტების კიდევ ერთი ახალი საგუშაგო და ჩვენი ხელისუფლებისგან მიტოვებული მოსახლეობა ...

ოკუპანტების კიდევ ერთი ახალი საგუშაგო და ჩვენი ხელისუფლებისგან მიტოვებული მოსახლეობა – დავით ქაცარავა

Published on

,,გუშინ, 18 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის სოფლებში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ პატრულირებისას ჩვენთვის უჩვეულო, არატიპიური საგუშაგო  აღმოვაჩინეთ – წერს ფეისბუქგვერზე დავით ქაცარავა. -ოკუპაციის ხაზის შიგნით, დაახლოებით 500მეტრში მდებარე ეს საგუშაგო ჩვენთვის “სიურპრიზი” აღმოჩნდა.
რთულია იმის თქმა, ეს ახალი საგუშაგოა თუ “ძველი”, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად განსხვავებულია აქამდე ჩვენს მიერ ნანახ და დაფიქსირებულ ორკ-საგუშაგოთა შორის.
ფოტოზე კარგად ჩანს სამშენებლო მასალები, რომელთა არსებობაც უნდა ნიშნავდეს ან დასრულებულ მშენებლობას და მორჩენილ მასალებს, ან არსებული საგუშაგოს გაფართოვების სამზადისს.
ეს არის რეგიონი, სადაც ჩვენი მოქალაქეები ოკუპანტებთან პირისპირ, ყოველგვარი ყურადღების გარეშე დარჩენილები ცხოვრობენ.
და ბოლოს – ჩემი ტრადიციული კითხვა ხელისუფლებას, რომელზეც ასევე ტრადიციულად პასუხი არ არის:
რატომ არ დგას კონფლიქტების პოლიცია მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთსა და რაჭაში?
რატომ შეატოვეთ მოსახლეობა ოკუპანტთან პირისპირ?-  წერს  დავით ქაცარავა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...