მთავარისიახლეებიმსოფლიოკოტ-დ’ივუარში ებოლას ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

კოტ-დ’ივუარში ებოლას ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

კოტ-დ’ივუარში ბოლო 25 წლის განმავლობაში ებოლას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – 18 წლის ქალი გვინეიდან ქალაქ აბიჯანში ჩავიდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ ის ინფიცირებულია.

Reuters-ის ცნობით, დადასტურებული შემთხვევის გამო კოტ-დ’ივუარში სამედიცინო სფეროს მუშაკების ვაქცინაცია დაიწყო. ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 200-მდე ადამიანმა უკვე მიიღო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 2000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი. ქვეყანაში ვაქცინის 5000 დოზაა მარაგში.

„მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება” – ეს განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი განცხადებით, ინფიცირებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

შესაბამისმა ორგანოებმა, მინისტრის ინფორმაციით, უკვე დაადგინეს 70-მდე ადამიანის ვინაობა, ვისთან ერთადაც ებოლათი ინფიცირებულმა ქალმა იმგზავრა.

ებოლას ეპიდემიური აფეთქება აფრიკაში 2014-16 წლებში მოხდა. ვირუსი სამხრეთ გვინეიდან ლიბერსა და სიერა-ლეონეში გავრცელდა. ებოლამ ამ წლებში 12 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...