ესპანეთმა პორტ სეუტაში შესვლის უფლება არ მისცა რუსეთის სამხედრო გემებს. გემებს საწვავისა და სურსათის მარაგი უნდა შეევსოთ და ეკიპაჟი ქალაქში გასეირნებას აპირებდა.
რუსეთის მეზღვაურებმა რამდენიმე კვირის წინ გაგზავნეს სპეციალური განაცხადი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებისთვის 18-20 აგვისტოს ითხოვეს პორტში შეშვება, მაგრამ საპასუხოდ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათგან მოითხოვა ინფორმაცია პორტში შესვლისა და მარშრუტის შესახებ.
როგორც Deutsche Welle იტყობინება, მოსკოვმა ესპანეთს ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ განუცხადა, რომ კონფიდენციალურობის გამო არ აპირებს ესპანელებს შეატყობინოს თავისი ფლოტის გეგმები. ასე მოიქცა ამჯერადაც და ამიტომ არ შეუშვა ესპანეთმა თავის წყლებში
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოჰყვა მოკავშირეების კრიტიკას. მათ არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ესპანეთი რეგულარულად აძლევს რუსეთის სამხედრო გემებს თავის პორტებში შესვლის უფლებას, მიუხედავად კრემლის მიმართ ევროკავშირის სანქციებისა. განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ბრიტანეთი: ის შიშობს, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს შეუძლია სეუტაში პაუზა გამოიყენოს ახლომდებარე გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის დასაზვერად.
გამოითქმის სხვა მოსაზრებებიც. მათ შორის ის, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები, რომლებსაც ესპანეთი იღებს, სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.