აჰმად მასუდი: თალიბანი მხოლოდ ავღანელი ხალხის პრობლემა არაა. მუჯაჰიდთა წინააღმდეგობა თალიბანთან ახლა იწყება, მაგრამ დახმარება გვჭირდება

0
557

,,თალიბანი მხოლოდ ავღანელი ხალხის პრობლემა არაა. -ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მეთაური აჰმად შაჰ მასუდი The Washington Post-ში წერილს  აქვეყნებს.

აჰმად მასუდი ავღანეთის სამოქალაქო ომის დროინდელი მხედართმთავრისა და ჩრდილოეთის ალიანსის მეთაურის, წარმოშობით ტაჯიკი სავლე მეთაური პანჯშირის ლომად წოდებული აჰმად შაჰ მასუდის შვილია.

Ahmed Shah Massoud, Kabul, Afghanistan, 1992

“1998 წელს, როდესაც 9 წლის ვიყავი, მამაჩემმა, მუჯაჰიდთა მხედართმთავარმა აჰმად შაჰ მასუდმა თავისი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში, გამოქვაბულში შეკრიბა. ისინი ისხდნენ და მამაჩემის მეგობარს, ფრანგ ფილოსოფოსს ბერნარდ-ჰენრი ლევის უსმენდნენ, რომელიც მათ მიმართავდა. “როდესაც თქვენი თავისუფლებისთვის იბრძვით”, თქვა ლევიმ, “თქვენ ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვით”.

მამაჩემს, თალიბანის რეჟიმთან ბრძოლის დროს, ეს არასდროს დავიწყებია. იქამდე, სანამ მას 2001 წლის 9 სექტემბერს, თალიბანისა და ალ-კაიდას ბრძანებით მოკლავდნენ, ის ავღანეთის ბედისწერისთვისა და ასევე დასავლეთისთვის იბრძოდა.

ახლა, ეს ყოველდღიური ბრძოლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს ყოფილა ჩემი სამშობლოს ბნელ, რთულ საათებში. დღეს პანჯშირის ხეობიდან ვწერ, მზად ვარ, გავყვე მამაჩემის ნაკვალევს, იმ მუჯაჰიდებთან ერთად, რომლებიც მზად არიან, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ თალიბანს ”

ჩვენ გვაქვს ტყვია-წამლის მარაგი და იარაღები, რომლებსაც მოთმინებით ვაგროვებდით მამაჩემის დროიდან მოყოლებული, რადგან ვიცოდით, შესაძლო იყო ასეთი დღის დადგომა.

ჩვენ ასევე გვაქვს იმ ავღანელთა იარაღი, ვინც ბოლო 72 საათის განმავლობაში პანჯშირში  წინააღმდეგობისთვის შეერთების ჩემს მოთხოვნას გამოეხმაურა. ჩვენ გვყავს ჯარისკაცები ავღანეთის რეგულარული არმიიდან, ვინც ზიზღით უყურებდნენ საკუთარ მხედართმთავართა დანებებას და ახლა პანჯშირის მთებისკენ საკუთარ გზას ადგანან, საკუთარი აღჭურვილობით. ავღანეთის სპეციალური ძალების ყოფილი წევრებიც შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას.

მაგრამ ეს საკმარისი არაა. თუკი თალიბანის მებრძოლი ბელადები იერიშს დაიწყებენ, რა თქმა უნდა, ჩვენგან მონდომებულ წინააღმდეგობას შეხვდებიან. ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის დროშა იფრიალებს ყოველ იმ პოზიციაზე, რომლის აღებასაც შეეცდებიან, ისე, როგორც ერთიანი ეროვნული ფრონტის დროშა ფრიალებდა 20 წლის წინ. თუმცაღა ვიცით, რომ ჩვენი სამხედრო ძალები და ლოჯისტიკა საკმარისი არ იქნება. ისინი ელვის სისწრაფით ამოიწურება, თუკი დასავლეთში ჩვენი მეგობრები ჩვენი დაუყოვნებელი მომარაგების გზას ვერ იპოვიან.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ბრძოლის ველი დატოვეს, მაგრამ ამერიკას ჯერ კიდევ შეუძლია იყოს “დემოკრატიის დიდებული არსენალი”, როგორც ფრანკლინ დ. რუზველტმა თქვა, როდესაც რთულ სიტუაციაში მყოფ ბრიტანელთა დასახმარებლად აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.

ამ მიზნით, დასავლეთში მყოფ ავღანეთის მეგობრებს ვთხოვ ჩვენთვის მოილაპარაკონ ვაშინგტონსა და ნიუ იორკში, კონგრესთან და ბაიდენის ადმინისტრაციასთან. მოილაპარაკონ ჩვენთვის ლონდონში, სადაც მე სწავლა დავასრულე, და პარიზში, სადაც მამაჩემის მოგონებას ამ გაზაფხულზე პატივი მიაგეს შანზ-ელიზეს ერთ-ერთი გზისთვის მისი სახელის დარქმევით.

იცოდეთ, რომ მილიონობით ავღანელი იზიარებს თქვენს ღირებულებებს. ჩვენი ამდენი ხნის განმავლობაში ვიბრძოლეთ, რათა გვქონოდა ღია საზოგადოება, ისეთი, სადაც გოგოებს ექიმად გახდომა შეეძლებოდათ, ჩვენი პრესა თავისუფლად გააშუქებდა მოვლენებს, ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლებოდათ ცეკვა და მუსიკის მოსმენა, ან ფეხბურთის მატჩებზე დასწრება სტადიონებზე, რომლებიც, ერთ დროს, თალიბანის მიერ, სახალხო სიკვდილით დასჯებისთვის იყო გამოყენებული და შეიძლება მალე კვლავ გამოიყენონ.

თალიბანის კონტროლს ქვეშ, ავღანეთი, ყველანაირი ეჭვის გარეშე, რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის ფსკერი გახდება. დემოკრატიის წინააღმდეგ გეგმები აქ კიდევ ერთხელ დაიბადება.

რაც არ უნდა მოხდეს, მე და ჩემი მუჯაჰიდები დავიცავთ პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების ბოლო ციხესიმაგრეს. ჩვენი სულისკვეთება დაუზიანებელია. ჩვენ გამოცდილებიდან ვიცით რაც გველოდება.

მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი ტყვია-წამალი და მეტი მარაგები.

ამერიკასა და მის დემოკრატიულ პარტნიორებს ავღანელებთან ერთად საერთო მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ აქვთ. ახლა ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც საერთო იდეებმა და ბრძოლებმა შექმნა. ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ თავისუფლების მიზნის დასახმარებლად. თქვენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ.”

წინა სტატიაოკუპანტების კიდევ ერთი ახალი საგუშაგო და ჩვენი ხელისუფლებისგან მიტოვებული მოსახლეობა – დავით ქაცარავა
შემდეგი სტატიასაქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური