20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა

0
379

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 393, ხოლო გარდაიცვალა — 59 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით, მათ შორის, 29 181 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 208 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,22%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 10,98%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 10,86%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 860;
  • აჭარა — 677;
  • იმერეთი — 573;
  • ქვემო ქართლი — 277;
  • შიდა ქართლი — 304;
  • გურია — 120;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 297;
  • კახეთი — 386;
  • მცხეთა-მთიანეთი — 113;
  • სამცხე-ჯავახეთი — 98;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 38.
წინა სტატიათალიბებმა ავღანეთში იმ ადამიანების ძებნა დაიწყეს, ვინც წინა ხელისუფლებაზე მუშაობდა ან NATO-სა და აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობდა
შემდეგი სტატიაოკუპანტების კიდევ ერთი ახალი საგუშაგო და ჩვენი ხელისუფლებისგან მიტოვებული მოსახლეობა – დავით ქაცარავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური