მთავარისიახლეებიმსოფლიოსაერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა ავღანეთს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა ავღანეთს

Published on

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაცხადა, რომ შეწყვიტა დახმარების მიწოდება ავღანეთისთვის, სადაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს თალიბებმა.

„როგორც ყოველთვის, სავალუტო ფონდი ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციით. ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობაში არაა სიცხადე ავღანეთში მთავრობის აღიარების მხრივ, რის გამოც ამ ქვეყანას არ შეუძლია წვდომა იქონიოს სესხების საგანგებო უფლებების ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა რესურსებზე“, განაცხადა ფონდის კომუნიკაციის სამსახურის დირექტორმა ჯერი რაისმა.

The Wall Street Journal-ი იტყობინებოდა 18 აგვისტოს, რომ აშშ-მა შეწყვიტა დოლარის მასობრივი მიწოდება ავღანეთისთვის, რათა ის თალიბების ხელში არ მოხვდეს. გამოცემის წყაროს თქმით, ეს გადაწყვეტილება აშშ-მა ქაბულში თალიბანის შესვლამდე მიიღო.

18 აგვისტოს New York Times-ი იტყობინებოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, თალიბანს წვდომა შეუჩეროს 400 მილიონ დოლარზე. ფონდს ეს თანხა ავღანეთისთვის უნდა გადაერიცხა მომავალ კვირაში.

აგვისტოს დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაწყვიტა სარეკორდო თანხა, 650 მილიარდი დოლარი გამოეყო მსოფლიო ეკონომიკის აღსადგენად პანდემიის შემდეგ.

თანხა ნაწილდება ფონდის წევრებს შორის არსებული კვოტების თანახმად. ავღანეთის წილი აქ 460 მილიონი დოლარია. ქაბულმა მიიღო მხოლოდ 52 მილიონი დოლარი. პანდემიასთან დაკავშირებით ავღანეთს უნდა მიეღო სესხის სახით კიდევ 370 მილიონი დოლარი. ავღანეთის ცენტრალური ბანკის, ქვეყნიდან გაქცეული, დირექტორის, აჯმალ აჰმადის, თქმით, ავღანეთის სავალუტო რეზერვი ცხრა მილიარდს აღწევს, თუმცა ამ თანხის უდიდესი ნაწილი ქვეყნის გარეთაა. მხოლოდ აშშ-ის ცენტრალურ ბანკში ინახება შვიდი მილიარდი დოლარი.

 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...