მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენი: ავღანეთში იქამდე დავრჩებით, ვიდრე ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოვიყვანთ

ჯო ბაიდენი: ავღანეთში იქამდე დავრჩებით, ვიდრე ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოვიყვანთ

Published on

აშშ-ს ავღანეთიდან სრულად გასვლა, შესაძლოა, 31 აგვისტოს ბოლო ვადას გადასცდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა.

“თუკი იქ ამერიკის მოქალაქეები კიდევ არიან, იქამდე დავრჩებით, ვიდრე ყველას არ გამოვიყვანთ” – უთხრა ბაიდენმა ABC-ს. აშშ-ს პრეზიდენტი კამერებთან პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა. ბაიდენის თქმით, მას ბევრი დეპუტატი მოუწოდებს, რომ ავღანეთის სრულად დატოვების ბოლო ვადა, 31 აგვისტო გადასწიონ.

ჟურნალისტმა პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა კრიზისის უკეთესად მოგვარება, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

“არ ვიცი, ქაოსის გამოწვევის გარეშე როგორ უნდა გამოვსულიყავით” – ამბობს ბაიდენი.

“იმის ალბათობა, რომ თალიბანმა ყველაფერი დაიკავოს და მთელი ქვეყანა ხელში ჩაიგდოს, ძალიან დაბალია” – ამბობდა ჯო ბაიდენი რამდენიმე კვირის წინ.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...