სასწრაფო დახმარების ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე

0
435

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ იმის მიუხედავად, რომელ რეგიონში არიან დასაქმებული.

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი.
ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წინა სტატიამეტადონის ხუთდღიანი დოზის წინასწარ გატანა, შესაძლოა, ისევ დაუშვან
შემდეგი სტატიაავღანეთში, სამშვიდობო მისიების დროს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა სია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური