მეტადონის ხუთდღიანი დოზის წინასწარ გატანა, შესაძლოა, ისევ დაუშვან

0
657

მეტადონის პროგრამაში ჩართული მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, ხუთი დღის დოზის წინასწარ გატანა ისევ დაუშვან. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ თემაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება და მსჯელობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ხუთი დღის დოზის წინასწარ გატანის დაშვებამ ხარვეზები შექმნა კონტროლის კუთხით, ასევე, გააჩინა შეკითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

“ვმსჯელობთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რამდენჯერმე იქნა გადაწყვეტილება მიღებული 5-დღიანი პერიოდით დოზის გატანასთან მიმართებით, რამაც გამოიწვია როგორც შეკითხვები, ასევე ხარვეზები კონტროლთან მიმართებით. სწორედ ამის გამო მოხდა პროგრამის დაბრუნება ჩვეულ რეჟიმში და პრეპარატი გაიცემა ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მსჯელობა, ასევე დაკვირვება და ყველნაირი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ და ყველა ინსტრუმენტის ამუშავების შემდეგ, რომ პროგრამას საფრთხე არ შეექმნას, მიღებული იქნას გადაწყვეტილება.

რაც შეეხება რიგებს, მოწოდებულია, რომ რიგებში დაცული იყოს სოციალური დისტანცია, რაც არის საკმაოდ მარტივად სამართი. მნიშვნელოვანია, დაიცვან სოციალური დისტანცია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

წინა სტატია“ძმის წამოსაყვანად მივიდა და მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან ესროდნენ” – ზვიადაურის ადვოკატი
შემდეგი სტატიასასწრაფო დახმარების ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური