მთავარისიახლეებიმსოფლიოჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა

Published on

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 9 900-ზე მეტი ადამიანი.

სამაშველო სამუშაოები გუშინ ტროპიკული შტორმის შედეგად გამოწვეული ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო დროებით შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ისევ განახლდა და მაშველები ნანგრევებში მოყოლილი და დაკარგული პირების ძებნას განაგრძობენ.

მიწისძვრამ რამდენიმე დიდი საავადმყოფო დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც ექიმებს კუსტარულად მოწყობილ კარვებში უწევთ დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა.

ის ადამიანები, რომლებიც მიწისძვრას გადაურჩნენ, საკვებს, თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას ითხოვენ.

ჰაიტიზე საკვები, მედიკამენტები და სხვა მარაგები გააგზავნეს ვენესუელამ, ჩილემ, მექსიკამ, პანამამ, კოლუმბიამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ. ქვეყანას საჭირო მარაგებით და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებით დაეხმარა შეერთებული შტატებიც.

ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს მოხდა.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...