,,ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანებს არ აკავებენ, არავის ჭირდება უფუქციოდ დარჩენილი პარტიის დევნა” -მამუკა მდინარაძე

0
373

პარტიის „საქართველოსთვის” განცხადებით, შანტაჟის, დამუქრების და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, „მმართველმა პარტიამ დაიწყო დაჭერები უღირსი მეთოდის – ჩადების გამოყენებით“.

როგორც დეპუტატ ანა ბუჩუკურის მიერ პარლამენტში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, დაკავებულია პარტიის მხარდამჭერი აკაკი ბართაია, რომელსაც ბუჩუკურის ინფორმაციით, ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ავტომანქანის საბარგულში ჩაუდეს.

პასუხად ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხდებს: ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანებს არ აკავებენ – არარელევანტურია ვინმეს უფუქციოდ დარჩენილი პარტიის დევნა უნდოდეს,

მდინარაძე იმასაც ამბობს, რომ გიორგი გახარიასა და მისი პარტიის „პიარით“ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი ტელევიზიებია დაკავებული.

მდინარაძის თქმით, გახარიას პარტიის დანიშნულება „ქართული ოცნებისთვის” ამომრჩეველთა ხმების წართმევა იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ანულირებულია შეთანხმება 43%-იანი დათქმის შესახებ, გახარიას პარტიამ მნიშვნელობა დაკარგა.

„როდესაც ეს ხალხი ასეთ განცხადებებს აკეთებს, სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ. ცდილობენ აქტუალური იყვნენ. მათ აქტუალურობა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებად მედიაში აქვთ. ამ ადამიანს „ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები „აპიარებენ“ და ამ „ქეისსაც“, ისევე როგორც სხვა „ქეისებს“, „ნაციონალური მოძრაობა” იყენებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წინა სტატიაგიორგი გახარიას პარტიისწევრს სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და დააკავეს
შემდეგი სტატიაზვიად ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური